• 9 მაისს პანკისში დოღი და ღონისძიებები გაიმართება

    ორშაბათი, 08 მაისი 2017 15:12 view 4223
    9 მაისს პანკისში დოღი და ღონისძიებები გაიმართება

    ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში დოღი, სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართება. ახმეტის გამგებლის მოადგილის მათე ქავთარაშვილის ინფორმაციით, ღონისძიებები 12:00 საათზე დაიწყება.

    მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ხეობაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დოღი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის საპატივსაცემოდ იმართება. მათე ქავთარაშვილი უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზეც, რომ საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით რუსეთიდან სტუმრები არიან მოწვეულნი და მათ დოღში გამარჯვებულთათვის ფულადი ჯილდოები დააწესეს.

    გამგებლის მოადგილის მტკიცებით, ღონისძიებების ორგანიზატორი მუნიციპალიტეტია და გამარჯვებულებს საჩუქრებსაც გამგეობა გადასცემს.

    9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები 1941-1945 წლებში სამამულო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას აღნიშნავენ. წელს 72–ე წლისთავი აღინიშნება. საქართველოს შრომის კოდექსით 9 მაისი უქმე დღეა. საქართველოს გარდა, 9 მაისი დასვენების დღედ არის გამოცხადებული აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდავეთში, რუსეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში. ფაშიზმზე გამარჯვების დღის ფართოდ აღნიშვნა საბჭოთა კავშირში სამამულო ომიდან 20 წლის შემდეგ, ბრეჟნევის ხელმძღვანელობის დროს დაიწყეს.

    მეორე მსოფლიო ომმა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]