ძირითადი მოვალეობები: ახალი ამბების მოძიება, ინფორმაციის დამუშავება; საინფორმაციო გამოშვების მომზადება და წაყვანა.
მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული განათლება; ქართულ ენაზე გამართული მეტყველება; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; გუნდში მუშაობის უნარი; კრეატიულობა, ენერგიულობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარები; ენთუზიაზმი;
ანაზღაურება – 700 ლარი;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ანკეტა და გამოგზავნონ 2017 წლის 15 მაისამდე. შერჩეულ პირებს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი თავად დაუკავშირდება.
სამოქალაქო აქტივობების ცენტრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმცხადებლების მოტივაცია აღნიშნული პოზიციის დასაკავებლად. CCA უპირატესობას მიანიჭებს იმ კანდიდატებს, რომლებიც ცხოვრობენ პანკისის ხეობაში ან კარგად იცნობენ ხეობას და სურთ შემოგვიერთდნენ არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლია მიმართოთ პანკისის სათემო რადიო WAY–ს ხელმძღვანელს ეთერ ფანგანს ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 599 13 42 13 ან 16100 (კოდის გარეშე), ყოველდღე 10:00 –დან 18:00 საათამდე.
პანკისის სათემო რადიო WAY მაუწყებლობს პანკისის ხეობაში და მიმდებარე სოფლებში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 2016 წელს დააფუძნა. რადიო WAY მუშაობს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ (OSGF) და საქართველოში აშშ–ს საელჩოს მხარდაჭერით.