• სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ჯოყოლოში ბორჩაშვილების ეზოში ჩავარდა

    სამშაბათი, 09 მაისი 2017 16:44 view 4830
    სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ჯოყოლოში ბორჩაშვილების ეზოში ჩავარდა ფოტო: © ისლამ გორგიშვილი

    სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტის ნაწილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, გურიე ბორჩაშვილის ეზოში ჩავარდა. რაკეტა სეტყვასაშიში ღრუბლების დასაშლელად 8 მაისს, დილით, სოფელ საკობიანოდან გაისროლეს.

    „დილით მეზობლებმა გაიგეს ხმა. დაახლოებით, 9-10 საათზე რომ გავედით ბაღში, ვნახეთ, რომ რაკეტა იყო ჩამოვარდნილი. ჩემმა ძმამ მიწაში ჩაფლობილი ამოიღო. მარტო ერთი ცალი ვნახეთ.

    ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ სეტყვის საწინააღმდეგოდ გასროლილი რაკეტას ხალხს არ მოგვხვდეს. ეს რომ ადამიანს მოხვედროდა, ვერ გადარჩებოდა.

    რაკეტის ნაწილი სიგრძე დაახლოებით 40 სანტიმეტრია, სიგანე 5 სანტიმეტრი, წონა კი ერთ კილოგრამამდეა“, - უთხრა პანკისის სათემო რადიო WAY–ს გურიე ბორჩაშვილმა.

    კომპანია „დელტაში“, რომელიც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას მართავს, აღნიშნეს, რომ რაკეტის ნაწილი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.

    „ჩამოვარდა ნაწილი, რომელშიც აქტიური ნივთიერებები 100%-ით გამომწვარია. ის პლასტიკატისგან არის დამზადებული და საფრთხეს არ წარმოადგენს. ასეთი რაღაც ხდება 10 000 რაკეტიდან ერთ შემთხვევაში, როდესაც რაკეტაში შესაძლოა არ ამოქმედდეს თვითლიკვიდატორი და შემდგომ რამდენიმე ნაწილად არ გაიყოს. როგორც წესი, რაკეტა მოქმედებიდან დაახლოებით 43-ე წამზე უსაფრთხო ნაწილებად იშლება. სეტყვას თან ახლდა ქარი და შესაძლოა, მან გადაისროლა ჯოყოლოში. მისი გასროლა 6,8 კილომეტის სიმაღლეზე ხდება“, - აცხადებს „დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი კალატოზიშვილი.

    შეგახსენებთ, 2015 წელს სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში საცხოვრებელ სახლს დაეცა. რაკეტამ სახლის სახურავი გახვრიტა, საძინებელ ოთახში ჩავარდა და ბავშვის საწოლზე აფეთქდა. საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყვა, რადგან ბავშვი იმ საღამოს ნათესავთან იმყოფებოდა. ცეცხლის ჩაქრობა მეზობლებმა საკუთარი ძალებით მოახერხეს.

    „დელტას“ განმარტებით, მაშინ ერთ-ერთი ჭურვი, მწყობრიდან ტექნიკური ხარვეზის გამო გამოვიდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]