როგორც პანკისის სათემო რადიოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქურდობისთვის ბრალდებული პოლიციამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში, მეზობელ სოფელში იმ დროს დააკავა, როცა მოპარული მანქანით გადაადგილდებოდა.
შსს–ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.