• აშშ-ის საელჩოს სტიპენდიით პანკისიდან 2 ახალგაზრდა სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლის

    ორშაბათი, 05 ივნისი 2017 22:44 view 5511
    აშშ-ის საელჩოს სტიპენდიით პანკისიდან 2 ახალგაზრდა სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლის

    პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ასლან ბორჩაშვილი და სულეიმან მუთოშვილი იმ 6 სტუდენტს შორის არიან, რომლებმაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპეციალური სტიპენდია მოიპოვეს. თითოეული მათგანის სწავლას, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში შემოთავაზებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე, ამერიკის საელჩო 4 წელიწადში 30 000 დოლარით დააფინანსებს.

    ასლან ბორჩაშვილმა და სულეიმან მუთოშვილმა ჯოყოლოს საჯარო სკოლის მე-12 კლასი წელს დაამთავრეს. ისინი სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრძელებენ.

    ჯოყოლის საჯარო სკოლის დირექტორმა ნაზო ბორჩაშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს უთხრა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯოყოლოს სკოლის მოსწავლეებმა ასეთ წარმატებას მიაღწიეს.

    სტიპენდიანტები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა კენ უოლშმა აშშ-ის საელჩოს სპეციალური სტიპენდიით დღეს დააჯილდოვეს.

    აშშ-ის საელჩოს სტიპენდიების პროგრამა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის 2017 წლის მარტში გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის წარმომადგენლებს, რომლებიც აკმაყოფილებდნენ უნივერსიტეტში მისაღებად საჭირო მოთხოვნებს.

    სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტის ფარგლებში,  2015 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს ბაკალავრიატის ამერიკულ პროგრამებს ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო (STEM) დარგებში. ამ უნიკალური პროგრამის მთავარი მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი კადრები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და დასაქმებას.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]