პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ტრადიციული ისლამის მიმდევრებმა მეჩეთისკენ მსვლელობა დილის 8 საათზე დაიწყეს. ყოველ წელს ასე ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.
რამადან ბაირამის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღვის, როცა მორწმუნეები დღის განმავლობაში არც საკვებს იღებენ და არც წყალს სვამენ.
პანკისის სათემო რადიო WAY საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს და მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს.