სწავლა უფასოა. ბუღალტერთა მომზადების კურსის მონაწილეები უფასოდ მიიღებენ ლიტერატურასაც; უფასოა ავტომობილის მართვის პრაქტიკული კურსის ფარგლებში მეცადინეობებიც.
კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური და შემაჯამებელი ტესტირება. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს და რეკომენდაციას.
მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია 5 ივლისის ჩათვლით. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაციისთვის 09 საათიდან 18:00 საათამდე დარეკეთ: 596 16 10 00 ან 16100 და ოპერატორი შეავსებს ანკეტას.
უპირატესობა მიენიჭებათ 18–დან 35 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ პრაქტიკული უნარ–ჩვევების შეძენის ან გაღრმავებისა და დასაქმების სურვილი; ქალებს; ინდივიდუალურ და მცირე მეწარმეებს, რომლებიც ეწევიან ბიზნესსაქმიანობას.
სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის ხეობაში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ახორციელებს.