• პანკისში სუს–ის თანამშრომელს თავს დაესხნენ

    სამშაბათი, 04 ივლისი 2017 17:24 view 5478
    პანკისში სუს–ის თანამშრომელს თავს დაესხნენ

    პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ვანო ცხადაძეს თავს ტყის მცველი დემნა (სპარტაკ) ბორჩაშვილი დაესხა. თვითმხილველების ცნობით, სპარტაკ ბორჩაშვილმა დანით სუს–ის თანამშრომლის ავტომობილი დააზიანა. მათივე  თქმით, თავდასხმის დროს სუს–ის თანამშრომელი ავტომობილში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

    ინციდენტი 29 ივნისს მოხდა. პანკისის სათემო რადიო WAY–ს ინფორმაციით, 51 წლის სპარტაკ ბორჩაშვილი ვანო ცხადაძეს სამსახურის დაკარგვაში ადანაშაულებდა.

    „სპარტაკ ბორჩაშვილი ვანო ცხადაძეს უყვიროდა, რომ სამსახური მისი ჩარევით დაკარგა, რადგან ცხადაძეს ტყის მცველად თავისი ახლობლის დანიშვნა უნდოდა. ბორჩაშვილი ამის გამო იყო გამწარებული და სუს–ის თანამშრომელს ემუქრებოდა“, – ციტირებს პანკისის სათემო რადიო ერთ–ერთი თვითმხილველის კომენტარს.

    სპარტაკ ბორჩაშვილი სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს განუცხადეს, რომ დაკავებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151–ე და 187–ე მუხლების პირველი ნაწილით წაუყენა, რაც გულისხმობს მუქარას და ნივთის დაზიანებას.

    სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

    სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

    ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა 8 ათასი ლარის ოდენობით.

    სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე  გვაზავას ინფორმაციით, დემნა (სპარტაკ) ბორჩაშვილი პანკისის ხეობაში ტყის მცველად (მოვალეობის შემსრულებლად) ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა 26 ივნისს ჩატარებული კონკურსი ვერ გაიარა და 27 ივნისს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეატყობინეს. სატყეო სააგენტოს განმარტებით, ბორჩაშვილმა ტყის მცველის ვაკანტურ პოზიციაზე მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]