• სირიაში კიდევ ერთი პანკისელის გარდაცვალებაზე ინფორმაციას ახლობლები არ ადასტურებენ

    ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017 17:02 view 3773
    სირიაში კიდევ ერთი პანკისელის გარდაცვალებაზე ინფორმაციას ახლობლები არ ადასტურებენ

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ამ დროისთვის არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას სირიაში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, პანკისელი კ. ტ-შვილის და მისი ოჯახის წევრების გარდაცვალების შესახებ.

    როგორც პანკისის სათემო რადიოს ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, ეს ინფორმაცია დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა, თუმცა ამ დრომდე არავის დაუდასტურებია.

    კ. ტ-შვილი ბ. ტ-შვილის უფროსი ძმაა, რომელიც სირიაში 2016 წლის 11 ივლისს დაიღუპა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ბ. ტ-შვილი სირიაში 2014 წელს წავიდა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, თარხან ბათირაშვილის რაზმში იბრძოდა.

    სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 24 პანკისელი ემსხვერპლა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]