• წარმოშობით პანკისელი მურად მარგოშვილი საქართველომ ტერორისტთა სიაში შეიყვანა

    ორშაბათი, 28 აგვისტო 2017 13:50 view 6277
    წარმოშობით პანკისელი მურად მარგოშვილი საქართველომ ტერორისტთა სიაში შეიყვანა

    წარმოშობით პანკისელი, 47 წლის მურად მარგოშვილი, იგივე აბუ-მუსლიმ ალ-შიშანი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა იმ ფიზიკურ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებიც ალ-ქაიდას წევრები არიან ან დაკავშირებულნი არიან მასთან. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 23 აგვისტოს გამოქვეყნდა.

    ბრძანების მიხედვით, მურად ირაკლიევიჩ მარგოშვილი 1970 წლის 15 იანვარს გროზნოში დაიბადა და რუსეთის მოქალაქეა. ის ასევე ცნობილია შემდეგი მეტსახელებით: ზურაბ ირაკლიევიჩ მარგოშვილი, მურად ახმედოვიჩ მადაევი, ლოვა მადაევი, აბუ-მუსლიმ ალ-შიშანი, მუსლიმ, ლავა, ჯონ, ჯორჯ, არტურ, სედოი.

    დოკუმენტის თანახმად, მარგოშვილი ასოცირებულია ალ-ნუსრას ფრონტთან ( Jabhat al-Nusrah), რომელიც ალ-ქაიდას მოკავშირე ექსტრემისტული დაჯგუფებაა და სირიისა და ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედებს.

    მურად მარგოშვილი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილთა შავ სიაში 2014 წლიდან იმყოფება. დეპარტამენტის განცხადებით, მურად მარგოშვილი სირიაში მყოფი ცნობილი ჩეჩენი ლიდერია, რომელმაც სირიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს ტერორისტების საწვრთნელი ბაზა ააშენა.

    მარგოშვილს რუსეთის ინტერპოლიც ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოთა პერიოდში ის მოლდოვაში, საჰაერო თავდაცვის დანაყოფში მსახურობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ჩეჩენ ამბოხებულებთან ერთად იბრძოდა.

    საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]