• მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში პანკისიდან 2 მოსწავლე ამერიკაში მიემგზავრება

    ორშაბათი, 28 აგვისტო 2017 14:35 view 4855
    მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში პანკისიდან 2 მოსწავლე ამერიკაში მიემგზავრება

    პანკისის ხეობიდან 15 წლის ნიკა ციხესაშვილი და 16 წლის მადინა ალხანაშვილი, მეწარმეობის შესწავლისა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, ოთხი კვირით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი საკუთარი ბიზნეს გეგმების განხორციელებას შეეცდებიან.

    ნიკა ციხესაშვილი და მადინა ალხანაშვილი დუისის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები არიან. მათ აშშ-ის საელჩოს „კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის“ კონკურსში გაიმარჯვეს.

    „მითხრეს, რომ მეწარმეობის შესახებ პროექტი ხორციელდებოდა და 18 წლამდე ახალგაზრდებს არჩევდნენ. ძალიან მინდოდა მონაწილეობის მიღება. შევავსე აპლიკაცია, რის შემდეგაც გასაუბრება გავიარე და ფინალისტებს შორის მოვხვდი. მეც მაქვს ჩემი ბიზნეს იდეა. ამერიკიდან რომ დავბრუნდებით, შევეცდები განვახორციელო. მინდა, როგორც შევძლებ ჩემ სახელმწიფოს განვითარებაში დავეხმარო. იმედია, ამერიკაში ვისწავლი ყველაფერს, რაც მეწარმეობას და გუნდურ მუშაობას ეხება“, - უთხრა ნიკა ციხესაშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს.

    მადინა ალხანაშვილის თქმით, მას პანკისის ხეობაში ქალებისთვის ფიტნეს კლუბის გაკეთება სურს: „ხეობაში არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ქალებიც შეძლებდნენ საკუთარ თავზე ზრუნვას. ამ იდეის განსახორციელებლად საჭიროა იცოდე როგორ დაიწყო საქმიანობა და რადგან გაცვლითი პროგრამა მეწარმეობაზეა, კარგია რომ ფინალისტი ვარ“.

    პროგრამაში კიდევ 8 მოსწავლე მონაწილეობს. ისინი მარნეულიდან, ხაშურიდან, რუსთავიდან და თელავიდან შეარჩიეს.

    საქართველოში აშშ-ის საელჩოს პროექტის კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე ამბობს, რომ ეს პირველი პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობისთვის გაკეთდა.

    „პროექტი მიზნად ისახავს, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ ცოდნა, თუ როგორ ხდება საკუთარი ბიზნესის წამოწყება. ოთხი კვირის განმავლობაში 15-16 წლის ახალგაზრდები გაივლიან სხვადასხვა სესიებსა და ვორქშოფებს მეწარმეობაზე. თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში შევარჩიეთ, თავისი ბიზნეს გეგმა აქვს. როდესაც დაბრუნდებინ, მათ განხორციელებაში შესაძლოა სხვადასხვა სახით მხარი დავუჭიროთ“,- აღნიშნავს ლიკა გუმბერიძე.

    პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს სამი კვირის განმავლობაში ინდიანას უნივერსიტეტი უმასპინძლებს, ხოლო ბოლო ერთ კვირას ისინი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გაატარებენ, სადაც კულტურულ-შემეცნებითი აქტივობებით დაკავდებიან.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]