• კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად თემურ მახაური, იგივე „ზონა“ დაიღუპა

    პარასკევი, 08 სექტემბერი 2017 23:28 view 5423
    კიევში ავტომობილის აფეთქების შედეგად თემურ მახაური, იგივე „ზონა“ დაიღუპა

    კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, მეტსახელად „ზონა“ დაიღუპა. მახაური ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა ჩეჩნური ბატალიონის წევრი იყო, რომელიც დონბასში საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს იბრძოდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრეს.

    რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ავტომობილში ბავშვიც იყო, საჭეს კი ქალი მართავდა. ისინი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმები ქალის გადარჩენას ცდილობენ.

    რადიო „თავისუფლება“ თემურ მახაურის მეგობრებზე დაყრდნობით წერს, რომ ის ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში მონაწილეობდა, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მას „პირად მტერს“ უწოდებდა.

    მიმდინარე წელს თემურ მახაური კიევში იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს და პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

    2012 წელს ის თურქეთში ჩეჩენი ოპოზიციონერების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ბრალი არ დაუმტკიცდა და 2016 წელს ციხიდან გამოუშვეს.

    თემურ მახაური ასევე ცნობილია როგორც რუსლან პაპასკირი და ალი დაბუევი.

    შეგახსენებთ, რუსლან პაპასკირის, მეტსახელად „ზონას“ სახელი, 2012 წლის 28 აგვისტოს, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროსაც გაჟღერდა. არსებული ინფორმაციით, ის ჩართული იყო უცხო ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩამოყვანასა და გაწვრთნაში, რომლებსაც შემდეგ უკანონო შეიარაღებულ ჯგუფში აწევრიანებდნენ.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]