დაშავებულები ახმეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. დაღუპული მამაკაცი სოფელ ქვემო ხალაწანში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
მომხდარის გამოძიება ახმეტის პოლიციამ დაიწყო.
პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. "ოპელის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და 10-15 მეტრი სიმაღლიდან მდინარე ალაზანში გადავარდა. ავტომობილში მყოფმა სამმა ადამიანმა წყლიდან გამოსვლა შეძლო, 55 წლამდე მამაკაცი კი დაიხრჩო.
დაშავებულები ახმეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. დაღუპული მამაკაცი სოფელ ქვემო ხალაწანში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
მომხდარის გამოძიება ახმეტის პოლიციამ დაიწყო.
პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.