• weather cur horoscope

    „პანკისობა“ 30 სექტემბერს გაიმართება - რა ღონისძიებებია დაგეგმილი

    პარასკევი, 29 სექტემბერი 2017 14:01 view 2001
    „პანკისობა“ 30 სექტემბერს გაიმართება - რა ღონისძიებებია დაგეგმილი

    30 სექტემბერს, პანკისის ხეობაში პანკისობა 2017 გაიმართება. სოფელ დუისის სპორტულ მოედანზე 12:00-დან 18:00 საათამდე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები ჩატარდება. დაგეგმილია დოღი, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და კონცერტი „ერისიონის“ და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

    „პანკისობა 2017“-ის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოაწყობს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას: კოქტეილები; მზარეული-კონდიტერი / ქარვინგის ფიგურები; თექის ნამუშევრების გამოფენა; დურგალი, ჩურჩხლის ამოვლება; წყალზე ხატვა; 3D ნახატები; სამეცნიერო პიკნიკი; თაბაშირის ფიგურები დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად.

    გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, ექსპრეს ლაბორატორიის კვლევის ფარგლებში ჩატარდება ჰაერში დამაბინძურებელი ინგრენდიენტების, ხმაურის დონის და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა; ტყის არამერქნული რესურსის გამოფენა; ეკო გაკვეთილები; „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხეების ნერგების გამოფენა; „საბავშვო კუთხე“.

    სოფლის მეურნეობის სამინისტრო განათავსებს მობილური ექსტენციის ტრანსპორტს, სადაც მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის დარგებში სამი სპეციალისტი იქნება; დარიგდება ბუკლეტები სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ; ფერმერები გააკეთებენ პროდუქციის პრეზენტაციას.

    ინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს პროგრამას „უსაფრთხო ქალაქი“; მონაწილეობას მიიღებენ საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, „112“-ის დეპარტამენტის ხომალდი; მომსახურების სააგენტო; სპორტული კლუბი MIA FORCE ; სახანძრო ; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; აკადემია; ტირი; ექსპერტ-კრიმინალისტები; დაცვის პოლიცია; პატრული; შვეულმფრენი.

    კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენას გამართავს - „კახეთის მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“.

    თავდაცვის აკადემიის სტუდენტები დაინტერესებულ პირებს აკადემიაში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ.

    „პანკისობა 2017“-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყობა პრეს-ტური.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახალი დეტალები პანკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

    პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას 37 წლის ვისო…

    პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული…

    რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]