„პანკისობა 2017“-ის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოაწყობს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას: კოქტეილები; მზარეული-კონდიტერი / ქარვინგის ფიგურები; თექის ნამუშევრების გამოფენა; დურგალი, ჩურჩხლის ამოვლება; წყალზე ხატვა; 3D ნახატები; სამეცნიერო პიკნიკი; თაბაშირის ფიგურები დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, ექსპრეს ლაბორატორიის კვლევის ფარგლებში ჩატარდება ჰაერში დამაბინძურებელი ინგრენდიენტების, ხმაურის დონის და ელექტრომაგნიტური ველის ენერგიის ნაკადის სიმკვრივის გაზომვა; ტყის არამერქნული რესურსის გამოფენა; ეკო გაკვეთილები; „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხეების ნერგების გამოფენა; „საბავშვო კუთხე“.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განათავსებს მობილური ექსტენციის ტრანსპორტს, სადაც მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის დარგებში სამი სპეციალისტი იქნება; დარიგდება ბუკლეტები სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ; ფერმერები გააკეთებენ პროდუქციის პრეზენტაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს პროგრამას „უსაფრთხო ქალაქი“; მონაწილეობას მიიღებენ საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, „112“-ის დეპარტამენტის ხომალდი; მომსახურების სააგენტო; სპორტული კლუბი MIA FORCE ; სახანძრო ; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; აკადემია; ტირი; ექსპერტ-კრიმინალისტები; დაცვის პოლიცია; პატრული; შვეულმფრენი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენას გამართავს - „კახეთის მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“.
თავდაცვის აკადემიის სტუდენტები დაინტერესებულ პირებს აკადემიაში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ.
„პანკისობა 2017“-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყობა პრეს-ტური.