• ალაზანზე  დუისი - ქვემო ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოეწყობა

    ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017 18:57 view 3964
    ალაზანზე  დუისი - ქვემო ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოეწყობა

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე სოფლების დუისისა და ქვემო ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. ფოლადის კონსტრუქციის მოსაწყობად 164 819 ლარის დახარჯვა იგეგმება, საიდანაც 156 512 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, 8 306 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაა. სამუშაოები 2018 წლის 7 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

    საცალფეხო ხიდის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია შპს Construction Service-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ორი წლის განმავლობაში ხიდზე წარმოქმნილი ყველა სახის დაზიანების აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრება.

    სოფელი დუისი და ქვემო ხალაწანი ამ დროისთვის ერთმანეთს მოკლე საფეხმავლო გზით, ხის საცალფეხო ხიდით უკავშირდება, რომელიც გაუმართავია და მდინარის ადიდების დროს წყალს მიაქვს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]