ხალაწნის თემიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად „ქართული ოცნების“ კანდიდატი როსტომ ალხანაშვილი აირჩიეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ალხანაშვილმა სოფელ ხალაწანსა და ომალოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმების 96.49% აიღო, რაც 577 ხმაა.
დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალეური არჩევნები იმართება. კენჭისყრა პანკისის ხეობაში მიმდინარეობს, სადაც ხალაწნის თემის (ზემო ხალაწანი, დუმასტური, ქვემო ხალაწანი, შუა ხალაწანი, ომალო) მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების დუისისა და ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ადგილობრივები ხიდის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან მდინარე ალაზანზე საკუთარი ძალებით გადებული საცალფეხო ხის ხიდი სახიფათო იყო და ადიდებულ წყალს ხშირად მიჰქონდა. ქისტი უხუცესის, ხასო ხანგოშვილის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ხიდიდან გადავარდნის შედეგად ადამიანები დაიღუპნენ.
პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე სოფლების დუისისა და ქვემო ხალაწნის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. ფოლადის კონსტრუქციის მოსაწყობად 164 819 ლარის დახარჯვა იგეგმება, საიდანაც 156 512 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, 8 306 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებაა. სამუშაოები 2018 წლის 7 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან, დაგლას ბოლისთან და კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, პანკისის ხეობაში, ქვემო ხალაწანიში USAID-ის პროექტის Zrda ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.