• პანკისის სათემო რადიოს განცხადება ტრანსგენდერი ქალის ისტორიის გაშუქებასთან დაკავშირებით

    შაბათი, 14 ოქტომბერი 2017 17:24 view 4734
    პანკისის სათემო რადიოს განცხადება ტრანსგენდერი ქალის ისტორიის გაშუქებასთან დაკავშირებით

    პანკისის სათემო რადიო WAY-ს ვებგვერდზე 2017 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პანკისიდან ევროპაში გაქცეული ტრანსგენდერი ქალის ისტორია“.

    სტატიას მოჰყვა მკითხველთა ნაწილის აგრესია, სიძულვილის ენის და მუქარის შემცველი კომენტარები რესპონდენტის, სტატიის ავტორისა და სათემო რადიოს საქმიანობის მიმართ.

    მკითხველთა ნაწილი დაჟინებით ითხოვს, რომ „მეტი დამაჯერებლობისთვის“, რადიომ დაასახელოს როგორც ძალადობის მსხვერპლის, ასევე იმ პირთა ვინაობა, ვინც მსხვერპლის განცხადებით, მასზე ზეწოლას ახორციელებდა.

    გვსურს განვმარტოთ, რომ მსხვერპლის ვინაობა რადიომ არ დაასახელა მისივე თხოვნით. მასალის გამოქვეყნებაზე რედაქცია და რესპონდენტი შეთანხმდნენ კონფიდენციალობის პირობების დაცვით, ისე, რომ ჩვენი მხრიდან არ მომხდარიყო მსხვერპლის ან ამ საქმესთან დაკავშირებული პირების იდენტიფიცირება, რაც საბოლოოდ ისევ მსხვერპლის ვინაობის გარკვევის შესაძლებლობას მისცემდა დაინტერესებულ პირებს.

    მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-6 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.

    ქარტიის მე-3 პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები.

    სტატიის გამოქვეყნებამდე რესპონდენტის მიერ მოთხრობილი ფაქტები გადამოწმდა რამდენიმე წყაროსთან, მათ შორის სამართალდამცავი და არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე ინციდენტის თვითმხილველებთან. მასალის დასრულების შემდეგ, სათემო რადიოს რედაქტორი პირადად ესაუბრა მსხვერპლს, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ რადგან არსებობს მის მიმართ შურისძიების საფრთხე იმ ქვეყანაშიც კი, სადაც ის ახლა იმყოფება, მაქსიმალურად დაგვეცვა მისი კონფიდენციალობა.

    მივმართავთ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

    • რეაგირება მოხდინონ სოციალურ ქსელებში კონკრეტული პირების მიერ, პანკისის სათემო რადიოს საქმიანობის შეფერხების ან/და იძულებით შეწყვეტის, რადიოს დამფუძნებლებისა და თანამშრომლების მიმართ მუქარის შემცველ, მათ შორის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და სხვა უფრო მძიმე ქმედებებისკენ მიმანიშნებელ განცხადებებზე.
    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]