• ინგუშეთის მთიან რეგიონებში იაკების გამრავლებას გეგმავენ

    ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 20:05 view 4726
    ინგუშეთის მთიან რეგიონებში იაკების გამრავლებას გეგმავენ

    ინგუშეთის მთავრობა 2017-2018 წლებში იაკების შეძენას და მთიან რეგიონებში გამრავლებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ინგუშეთში 200 სულ იაკს შეიყვანენ, მომავალ წელს კი 300-ს.

    „სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფორუმ „ოქროს შემოდგომა 2017“-ის ფარგლებში მიაღწია შეთანხმებას ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან ადგილობრივი ჯიშის იაკების შეძენის თაობაზე, რომელსაც მთიან ზონაში, ჯეიხარის რაიონში გავამრავლებთ“, - განაცხადა მინისტრმა მუჰამედ გაგიევმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ იაკების 3 ათას სულამდე გამრავლება იგეგმება.

    იაკის სამშობლო ტიბეტია, სადაც გარეული იაკი ზღვის დონიდან 4 ათას მეტრ სიმაღლემდე ბინადრობს. საბჭოთა კავშირის დროს შინაური იაკი კავკასიაში, კერძოდ კი აზერბაიჯანში, დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში და კაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში გაავრცელეს. ამ ცხოველმა აკლიმატიზაცია ვერ გაიარა სომხეთში.

    მაღლამთიან რეგიონებში იაკებს ტვირთის გადასატანად იყენებენ. ის მოვლას არ საჭიროებს და იძლევა კარგ რძეს, ხორცსა და ბეწვს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]