• პანკისში სოფლად მცხოვრები ქალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

    ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 21:26 view 3600
    პანკისში სოფლად მცხოვრები ქალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გაეროს განვითარების პროგრამის, სოფლის მეურნეობის და განათლების სამინისტროების, ფერმერ ქალთა ასოციაციისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წარმომადგენლები.

    ღონისძიება დუისის კულტურის სახლში 12:00 საათზე დაიწყება. გაიმართება დისკუსიები შემდეგ თემებზე „პროფესიული განათლება სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“ და „ქალთა ჩართულობა ადგილობრივ ეკონომიკურ შესაძლებლობებში“.

    დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თამაზ ბახტაძე; საზოგადოებრივ კოლეჯი „აისის“ დირექტორი მალხაზ ასლამაზაშვილი; კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის დირექტორი თამარ ბექაური; სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივების განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო მელია; ფერმერ ქალთა ასოციაციის თამვჯდომარე ირინე ფხოველიშვილი და  კოოპერატივ „გილეს“ დამფუძნებელი იზოლდი ქიტესაშვილი.

    დისკუსიის დასრულების შემდეგ გაიმართება პანკისის ხეობაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხელოვნებისა და ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.

    სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე 15 ოქტომბერს აღინიშნება. ეს თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2008 წელს დააწესა და აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.

    გაეროს ქალთა ორგზანიზაციის მონაცემებით, სოფლად მცხოვრები ქალები მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ და გლობალური სოფლის მეურნეობაში ჩართული მუშახელის 43% არიან. ისინი ამუშავებენ მიწას ერების გამოსაკვებად, უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობას საკუთარი თემებისთვის და ქმნიან კლიმატის მდგრადობას. მაგრამ როდესაც საქმე ეხება მიწის საკუთრებას, სასოფლო-სამეურნეო რესურსებზე წვდომას, კლიმატის მდგრადობის დაფინანსებასა და ტექნოლოგიებს, ისინი მამაკაცებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან.

    სოფლად მცხოვრები ქალების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათ მიერ ქვეყნის ეკონომიკასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილი პრაქტიკულად შეუმჩნეველი რჩება.

    სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა და მოუწოდებს ღირსეულად დააფასოს ისინი.

     

    ამ თემაზე:

    პანკისელი ქალების ბიზნესი

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]