• "ახმეტის ეტალონი მოსწავლე" პანკისელი მარიამ მარგოშვილი გახდა

    ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 22:20 view 4297
    "ახმეტის ეტალონი მოსწავლე" პანკისელი მარიამ მარგოშვილი გახდა ფოტო: "ეტალონი"

    პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ მარგოშვილი 2017-2018 სასწავლო წლის "ახმეტის ეტალონი მოსწავლე" გახდა. პროექტ "ეტალონის" ორგანიზებით ინტელექტ-ჩემპიონატი ახმეტაში გაიმართა, სადაც მარიამ მარგოშვილმა 71 ქულა დააგროვა.

    ჩემპიონატში ახმეტის მუნიციპალიტეტის IX-XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მეორე ადგილი 68 ქულით ქისტაურის  სკოლის XI კლასის მოსწავლე, ზაზა ზანქაიძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე თანაბარი 67 ქულით საკობიანოს სკოლის IX კლასელი მედეა ბალღიაშვილი და აწყურის სკოლის XI კლასის მოსწავლე ნათია ჭიჭიაშვილი არიან.

    მარიამ მარგოშვილმა რადიო WAY-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ წარმატების შემდეგ საკუთარ შესაძლებლობებში უფრო მეტად იქნება დარწმუნებული.

    "პირველ რიგში ეს არის სტიმულის მომცემი. გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შემმატა. არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული და მე რომ გამომაცხადეს, დავიბენი. პანკისის ხეობის მასშტაბით ჩატარებულ მსგავს შეჯიბრებებში ყოველთვის ვმონაწილეობდი და მომავალშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას", - აღნიშნა მარიამ მარგოშვილმა.

    "ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს "ეტალონ მოსწავლეებს" ყველა მუნიციპალიტეტში გამოავლენს. ისინი ავტომატურად ხდებიან საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალის მონაწილეები.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]