„იგივე უბანზე იყო მეორე დარღვევა, როდესაც ამომრჩეველმა ითხოვა, ბიულეტინზე შემოხაზვაში ვინმე დახმარებოდა და მასთან ერთად შევიდა პირი, რომელიც ამ საარჩევნო უბანზე არ იყო რეგისტრირებული და დაეხმარა ხმის მიცემაში. ეს კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან მას არ ჰქონდა უფლება დახმარებოდა ამომრჩეველს ნების გამოვლენაში. ასეთი პიროვნება ნაკადის მარეგულირებელს არ უნდა შემოეშვა უბანზე. დარღვევა თავიდან ვერ იქნა აცილებული და ეს კონვერტი საარჩევნო ყუთში მოხვდა“, - უთხრა თამარ ლუკავამ რადიო „ვეის“.
ჯოყოლოს 23-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბელა მუთოშვილის განცხადებით, აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაწერილა.
ჯოყოლოს საარჩევნო უბანზე სულ 1298 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12:00 საათის მონაცემებით, ხმა 170 ამომრჩეველს აქვს მიცემული.