• პანკისში ხევში გადავარდნის შედეგად 22 წლის ბიჭი დაშავდა

    ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017 17:30 view 4255
    პანკისში ხევში გადავარდნის შედეგად 22 წლის ბიჭი დაშავდა

    უბედური შემთხვევა მოხდა პანკისის ხეობაში. ხადორთან, დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლიდან 22 წლის დავით შეთეკაური ხევში გადავარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ახმეტის საავადმყოფოში გაუწიეს, თუმცა მოგვიანებით მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

    ამ დროისთვის დაშავებული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    როგორც ადგილობრივებმა პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, ახალგაზრდა რუსთავიდან არის და ხადორში სავარაუდოდ, სანადიროდ იმყოფებოდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა, რადგან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]