„ახმატ თაუერის“ სიმაღლე 435 მეტრია. გათვალისწინებულია 102 სართულის და 500 ნომრის მშენებლობა. ცათამბჯენის პროექტის განხორციელებაზე დაახლოებით მილიარდი დოლარი დაიხარჯება.
„კავკაზ.რეალიი“-ს ინფორმაციით, 2018 წელს, ჩეჩნეთი ბიუჯეტის ბალანსირებისთვის დოტაციის სახით 17.1 მილიარდ რუბლს მიიღებს. რაც შეეხება რუსეთის ბიუჯეტიდან მისაღებ ძირითად დოტაციას, მისი ოდენობა 27 მილიარდი რუბლია.
რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ კვარტალში უმუშევრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ინგუშეთში (26,9%), ჩეჩნეთში (13,9%) და დაღესტანში (11,1%) დაფიქსირდა.