• ჩეჩნეთში ცათამბჯენ „ახმატ თაუერის“ მშენებლობა დაიწყო

    კვირა, 12 ნოემბერი 2017 14:47 view 3968
    ჩეჩნეთში ცათამბჯენ „ახმატ თაუერის“ მშენებლობა დაიწყო

    ჩეჩნეთში, ევროპაში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის „ახმატ თაუერის“ და ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო-გასართობი ცენტრის „გროზნი მოლის“ მშენებლობა დაიწყო. შენობები და რეკრეაციული ზონა „კაუსარი“ ჩეჩნეთის დედაქალაქში 19 ჰექტარზე განთავსდება.

    „ახმატ თაუერის“ სიმაღლე 435 მეტრია. გათვალისწინებულია 102 სართულის და 500 ნომრის მშენებლობა. ცათამბჯენის პროექტის განხორციელებაზე დაახლოებით მილიარდი დოლარი დაიხარჯება.

    „კავკაზ.რეალიი“-ს ინფორმაციით, 2018 წელს, ჩეჩნეთი ბიუჯეტის ბალანსირებისთვის დოტაციის სახით 17.1 მილიარდ რუბლს მიიღებს. რაც შეეხება რუსეთის ბიუჯეტიდან მისაღებ ძირითად დოტაციას, მისი ოდენობა 27 მილიარდი რუბლია.

    რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ კვარტალში უმუშევრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ინგუშეთში (26,9%), ჩეჩნეთში (13,9%) და დაღესტანში (11,1%) დაფიქსირდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]