• მსჯავრდებული ნუგზარ ქავთარაშვილი პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს

    ოთხშაბათი, 15 ნოემბერი 2017 18:22 view 5740
    ფოტოზე ნუგზარ ქავთარაშვილის და ფოტოზე ნუგზარ ქავთარაშვილის და

    ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მსჯავრდებული ნუგზარ ქავთარაშვილი, პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქავთარაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ნუგზარ ქავთარაშვილი „რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის მას შემდეგ დააკავეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს უარი უთხრა ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე.

    „დაკავების შემდეგ ბათუმში გადამიყვანეს, სადაც პოლიციის უფროსმა დანაშაულის აღიარება მომთხოვა. წინ ორი თაბახი დამიდო. „იარაღი“ და „წამალი“ ეწერა. ნებისმიერი აირჩიეო. ჩეჩენი ხარ და ვინ დაიჯერებს, რომ იარაღი არ გქონდაო“, - ამბობს მსჯავრდებული.

    მისი ადვოკატის, ლალი ბუნტურის თქმით, ნუგზარ ქავთარაშვილს სასჯელის სახით სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ქავთარაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს.

    მისჯილი, პროტესტის ნიშნად 37 დღეა შიმშილობს და ციხის საავადმყოფოში იმყოფება. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს. მსჯავრდებულს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. საქმეზე მორიგი სხდომა11 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები ნუგზარ ქავთარაშვილი 2016 წლის 2 აგვისტოს, თბილისში, აჭარის ა/რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულის ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. კერძოდ, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, „AK-74“ მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი და 36 ვაზნა.

    ნუგზარ ქავთარაშვილის დაკავება ახლობლებმა პანკისის ხეობაში აქციით გააპროტესტეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

    „ოჯახის წევრებთან ერთად მივდიოდით თბილისში. მთელი გზა უკან მოგვყვებოდნენ. თბილისში რომ ჩამოვედით, სახლში ვივახშმეთ. რამდენიმე წუთში მას დაურეკეს და გავიდა. შუქნიშანს არ იყო გაცდენილი, რომ 50-მდე შეიარაღებული ადამიანი დაესხა თავს და დააკავეს. სხვა მანქანაში გადასვეს და წაიყვანეს. მას თან იარაღი არ ჰქონია, ჩაუდეს. ჩვენ ხომ მასთან ერთად ვიყავით, რატომ არ დაგვკითხეს? ან სახლი რატომ არ გაჩხრიკეს, იქნებ სახლშიც ჰქონდა იარაღი“, - აცხადებდა ნუგზარ ქავთარაშვილის და, ნონა ქავთარაშვილი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]