• მექა ხანგოშვილი ხელისუფლებას მიმართავს ახმედ ჩატაევის ცხედარი პანკისელებს გადასცენ

    შაბათი, 02 დეკემბერი 2017 18:40 view 7712
    მექა ხანგოშვილი ხელისუფლებას მიმართავს ახმედ ჩატაევის ცხედარი პანკისელებს გადასცენ

    ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი ხელისუფლებას მიმართავს, 22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირების ცხედრები, რომელთა შორის ახმედ ჩატაევიც არის, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს გადასცენ. „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი პანკისის ხეობის და ჩეჩენი ერის სახელით მივმართავ ხელისუფლებას, რომ მოხდეს ამ ცხედრების გადმოცემა ჩვენთვის“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში.

    „ტრავმირებულები ვართ ჩვენ, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე ქისტები, ეთნიკური ჩეჩნები და საერთოდ, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მშვიდად სრულიად კავკასია არ არის. ჩვენთვის მაინც განსაკუთრებულად მძიმე დღეები დგას. მიუხედავად ამ მძიმე მოვლენებისა, პანკისელ ქისტებს სიამაყის ოდნავ რაღაც დაგვრჩა, რადგანაც ჩვენი მოქალაქე პანკისელი ქისტი ამ ძალიან საუბედურო შემთხვევაში არ მონაწილეობდა. დარწმუნებულებიც ვიყავით ამაში და მადლობა ღმერთს, რომ ქისტების გვარი ამ უბედურებაში არ არის“, - განაცხადა მექა ხანგოშვილმა.

    მისივე განცხადებით, ის გაკვირვებულია, რომ ახმედ ჩატაევმა საქართველოში შემოსვლა გადაწყვიტა. მექა ხანგოშვილის აზრით, ჩატაევი საქართველოში არალეგალური გზით, დამოუკიდებლად შემოვიდა.

    „გაოგნებული დავრჩი, როდესაც მისი სახელი და გვარი დაფიქსირდა, ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო. გახსნილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო როგორც ჩემთვის, ისე, ალბათ, თითქმის ყველა პანკისელი ქისტისთვის. დარწმუნებით ვიცით დღეს, გვაქვს წაყაროებიდან ინფორმაცია, რომ მხოლოდ ტრანზიტის მიზნით იყო და რაღაც პერიოდით თავი შეაფარა საქართველოს. სანდო წყაროებმაც დაადასტურეს, რომ შესაძლოა გამოზამთრებას არც დალოდებოდა. მას როგორც ვიცით, ყველა სხვა გზა გადაჭრილი ჰქონდა და ამიტომ ისარგებლა ამ დერეფნით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის „კავკასიის ემირატთან“ შეერთებას აპირებდა. საქართველოში მის გადმოსვლას წინ უძღოდა ახმედ უმაროვის განცხადება. ახლობლებიც საუბრობენ, რომ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, დერეფნად გამოეყენებინა საქართველო და შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში გადასულიყო“, - აღნიშნა მექა ხანგოშვილმა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 1-ელ დეკემბერს ოფიციალურად დაადასტურა, რომ 22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევია ლიკვიდირებული. სუს-ის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის თქმით, მიმდინარეობს დანარჩენი ორი პირის იდენტიფიკაციის პროცესი.

    „გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან“, - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.

    მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობის მკვიდრის, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი გურამ (ადამ) გუმაშვილის ლიკვიდაციის შესახებ.

    სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]