როგორც პანკისის სათემო რადიოს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამჟამად ჩხრეკა სოფელ დუისში, ვახო მაჩალიკაშვილის სახლში მიმდინარეობს. ხეობაში 60-ზე მეტი სპეცრაზმელია მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ დუისში ასევე დააკავეს ტემირლან მაჩალიკაშვილი და რუსლან ალხანაშვილი.
სპეცოპერაცია სავარაუდოდ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს ჩატარებულ კონტრტერორისტულ ოპერაციას უკავშირდება. ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის სპეცოპერაციის შედეგად ახმედ ჩატაევი და კიდევ ორი ადამიანი იქნა ლიკვიდირებული, ხოლო ერთი დაკავებულია. დანაშაულებრივი ჯგუფი იმ სახლში ცხოვრობდა, რომელიც წარმოშობით პანკისელ მერი ხანგოშვილზეა რეგისტრირებული, მისი ფაქტობრივი მფლობელი კი ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები ასლანბეგ ჯაბრაილოვია.
ამ თემაზე:
პანკისში სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის ახალგაზრდა დაიჭრა
კონტრტერორისტულმა ცენტრმა 5 პირი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავა