• თემირლან მაჩალიკაშვილს ჭრილობა თავის არეში აქვს, მდგომარეობა მძიმეა

    სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017 12:16 view 5444
    თემირლან მაჩალიკაშვილს ჭრილობა თავის არეში აქვს, მდგომარეობა მძიმეა

    პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და კომპიუტერული კვლევა უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

    მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცრაზმი 26 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე შევიდა. თემირლან მაჩალიკაშვილის დის, ნატა მაჩალიკაშვილის განცხადებით, ამ დროს მის ძმას მეორე სართულზე ეძინა.

    „გასროლის ხმა მომესმა. იძახდნენ - ერთი დაჭრილი გვყავსო. ოთახში ვყავდით ჩაკეტილები მე, დედა და ბებიაჩემი, მამა ცალკე იყო. ძმა თვალით არ გვინახავს როგორ წაიყვანეს. 3-დან 6 საათამდე გვატყუებდნენ, რომ გვანახებდნენ ძმას. ნუ ნერვიულობთო, კარგად არისო. 10 საათი რომ დაიწყო, წავიდნენ. ეხლა, როცა ოთახში შევედით სისხლი დაგვხვდა. რა გახდა სროლის მიზეზი უცნობია, რადგან ჩემ ძმას იარაღი არ ჰქონია და მძინარეს დაადგნენ“, - უთხრა ნატა მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

    თელავის რეფერალურ საავადმყოფოში თემირლან მაჩალიკაშვილი კატასტროფის ბრიგადამ შეიყვანა.

    სპეცოპერაცია გვიან ღამით პანკისის ორ სოფელში დუისსა და ომალოში ჩატარდა. თემირლან მაჩალიკაშვილის გარდა, დუისში დაკავებულია რუსლან ალხანაშვილი. ომალოში კი ბაადურ ჩოფანაშვილი. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, თბილისში დუისელი რამაზ (ხიზირ) მარგოშვილიც დააკავეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]