• საპროტესტო აქცია მატანში – მოსახლეობა „ჯეოსელის“ ანძის დემონტაჟს ითხოვს [Video]

    ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 13:40 view 7256
    საპროტესტო აქცია მატანში – მოსახლეობა „ჯეოსელის“ ანძის დემონტაჟს ითხოვს [Video]

    ახმეტის რაიონის სოფელ მატანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კომპანია „ჯეოსელის“ ანძის დემონტაჟის მოთხოვნით, ახმეტა – პანკისის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. აქციის  მონაწილეების თქმით, „ჯეოსელმა“ ანძა დასახლებულ პუნქტთან და საბავშვო ბაღთან ახლოს დადგა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საშიშია.

    „ორ ღამეში დადგეს ანძა, ისე რომ ვერ გავიგეთ. ერთი კვირის წინ, ანძის აღების და სხვაგან გადატანის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გავმართეთ. რაიონის გამგებელი დაგვპირდა, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ ანძა ისევ აქ დგას. მოვითხოვთ, რომ ეს ანძა სხვაგან გადაიტანონ, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით“, – აღნიშნა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ რუსუდან ტერტერაშვილმა.

    აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ და ავტომობილებს არ ატარებდნენ. გზა პოლიციელების ჩარევის შემდეგ გაიხსნა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ ახმეტის სამმართველოს და კახეთის პოლიციის დემარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც.

    „გამგეობამ „ჯეოსელს“ ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, მაგრამ მათ ანძის გადატანაზე უარი თქვეს. ისე კი წარმოდგენილი აქვთ ყველა დოკუმენტი, სადაც წერია რომ მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ხალხი ამ დასკვნებს არ ენდობა და ალტერნატიულ ექსპერტიზას ითხოვს“, – უთხრა პანკისის სათემო რადიო WAY–ის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ მატანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ქიტესაშვილმა.

    აქციის მონაწილეებს ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაურიც შეხვდა. მისი თქმით, უკვე გამოსცა შესაბამისი ბრძანება, კომპანია „ჯეოსელის“ ანძის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ანძას ვერ აამუშავებს.

    „თუ „ჯეოსელი“ მაინც არ გადაიტანს ანძას სხვა ადგილზე, სასამართლოს მეშვეობით მოხდება მისი აღება და დემონტაჟი“, – დაპირდა ახმეტის გამგებელი აქციის მონაწილეებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]