• ჯერ ჩემს შვილს მივხედავ და მერე გავაკეთებ რაც საჭირო იქნება - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017 19:26 view 4589
    ჯერ ჩემს შვილს მივხედავ და მერე გავაკეთებ რაც საჭირო იქნება - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმელების მიერ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიჭმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და ხელყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა.

    „დანამდვილებით ვიცი, რომ თემირლანს იარაღი ნამდვილად არ ჰქონდა. ხელყუმბარას კი არა, ელემენტარულად დანას არ ატარებდა ჩემი ძმა. რომც ჰქონოდა, საწოლში ხელყუმბარით ეძინა? ტერორისტი კი არ იყო, ან მკვლელი ასე რომ შემოგვივარდნენ სახლში ღამის 3 საათზე. ჩემი თვალით დავინახე როგორ შეამტვრიეს კარი ჩემი ძმის ოთახში. ოთახიდან როგორც კი კარის ხმა გავიგონე, გამოვიქეცი გარეთ და პირველი რაც დავინახე, ისროლეს იარაღით. 15 წუთის მერე ჩამიყვანეს დაბლა. ჩემი ძმა არ დამანახხეს“, - ამბობს ნატა მაჩალიკაშვილი.

    ახმედ ჩატაევთან და მის დანაშაულებრივ ჯგუფთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირს კატეგორიულად უარყოფს დაჭრილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

    „იმიტომ აკავშირებენ, რომ სად რა ხდება რომ გაიგოს, მაგის შნო, ძალა და ენერგია მთავრობას არ გააჩნია. ვიღაცა უნდა გაიწიროს. აი, ეს ხდება. ჩატაევის ხსენებაც არ მინდა. არ ვიცნობდი და არც მქონია მაგასთან არავითარი კონტაქტი. რას ვაპირებთ? ჯერ ამ ჩემს შვილს მივხედავ, რა მდგომარეობა იქნება. მივაბარებ ალაჰს? მივაბარებ. არადა გამოჯანმრთელდება, აი მერე გავაკეთებ, რაც იქნება საჭირო“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

    თემირლან მაჩალიკაშვილს ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ექიმების განცხადებით, მას ქალა-ტვინის შემავალი ჭრილობა აქვს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა პანკისის ხეობასა და თბილისში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 3 საათიდან დაიწყო. სპეცოპერაციის ფარგლებში 5 ადამიანია დაკავებული, რომლებიც, სუს-ის განცხადებით, დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

    როგორც დღეს სუს-ის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, „თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“.

    სუს-ში აცხადებენ, რომ  დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]