• 27 დეკემბერს პანკისის ხეობაში რამდენიმე შეკრება გაიმართება

    სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017 23:55 view 3818
    27 დეკემბერს პანკისის ხეობაში რამდენიმე შეკრება გაიმართება

    პანკისის ხეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ადგილობრივი მცხოვრებლები 27 დეკემბერს სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ.

    12:00 საათზე, უხუცეს ქალთა საბჭოს და ქალთა ჯგუფის ინიციატივით, ასევე უხუცესთა კავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით შეკრება გაიმართება დუისში, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისში. ორგანიზატორები ერთობლივი განცხადების გავრცელებას აპირებენ.

    14:00 საათზე, დუისში, სოფლის გამგეობასთან შეკრებისკენ მოუწოდა ხეობის მცხოვრებლებს პანკისის სალაფიტური თემის იმამმა ბექხან ფარეულიძემ. „ვიკრიბებით პანკისის ხეობის მოსახლეობა, სადაც განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ხეობის კეთილდღეობისთვის“, - ნათქვამია იმამის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    დღის ბოლოს უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაა დაგეგმილი პანკისის სათემო რადიოს ოფისში.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს უკანასკნელი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს. დაჭრილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]