• სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი თელავიდან თბილისში გადაჰყავთ

    ხუთშაბათი, 28 დეკემბერი 2017 18:11 view 12048
    სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი თელავიდან თბილისში გადაჰყავთ

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადაყავთ. როგორც პანკისის სათემო რადიოს საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა უთხრა, პაციენტს ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფოში მოათავსებენ, სადაც ნეიროქირურგის დაკვირვების ქვეშ იქნება.

    „პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა იმდენად, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდა. ზოგადად, მდგომარეობა ისევ მძიმეა. საჭიროა პროფილურ განყოფილებაში მოთავსება, სადაც ნეიროქირურგების დაკვირვების ქვეშ იქნება“, - ამბობს ხათუნა ჭონიაშვილი.

    თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბრიდან რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. მას ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს.

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობასა და თბილისში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა. ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს უკანასკნელი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა დაჭრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც დაჭრილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მის შვილს მძინარეს ესროლეს. „შუბლში გამავალი ტყვია კედელს არის მოხვედრილი. ბავშვი ლოგინიდან არ არის წამომდგარი. ეგრევე ესროლეს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    ოჯახი თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]