როგორც პანკისის სათემო რადიოს სოფელში უთხრეს, დაკავებული რამდენიმე წლის წინ პანკისში დანიიდან ჩამოვიდა, სადაც დედასთან და ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. ჩხრეკას ზურაბ იდეოიძის მამა ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სახლიდან დაკავებულის კუთვნილი კომპიუტერი წაიღეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაკავებისა და ჩხრეკის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია დუისსა და ომალოში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს. როგორც სუს-ში აცხადებენ, ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.
ამ თემაზე:
ახმეტაში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ახმედ ჩატაევთან ჰქონდა კავშირი - სუს