• თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლა სახელმწიფომ – თამთა მიქელაძე

    ოთხშაბათი, 10 იანვარი 2018 14:47 view 5223
    თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლა სახელმწიფომ – თამთა მიქელაძე

    „ეს იყო მკვლელობა, რომელიც ჩაიდინა სახელმწიფომ და ჩვენ გამოვიყენებთ სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალებას, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იქნეს დაცული“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საკითხზე კომენტირებისას.

    „ამ საქმეში პრობლემურია როგორც სროლის პროპორციულობის და აუცილებლობის საკითხი, ასევე პრობლემურია რამდენად დროულად აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება დაჭრის შემდეგ და მერე ამ ორი კვირის განმავლობაში ადეკვატური და ჯეროვანი იყო თუ არა მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარება. ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით დეტალურად და ცხადია, საბოლოო სწორება იმისათვის რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს, გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე“, - აღნიშნა თამთა მიქელაძემ.

    მისივე თქმით, საქმის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ადგილობრივი გამოძიების დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის ნდობა დაბალია. „ამის მიუხედავად, ჩვენ ადგილობრივ დონეზე სიმართლის დადგენისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. სიმართლისთვის ბრძოლა და ჩვენი მაქსიმალური სოლიდარობა არის გზა, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახს და პანკისის ხეობის მოსახლეობას სპეცოპერაციის და იარაღის ენით მოლაპარაკე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კრიზისიდან და გაუცხოებისგან დაიცავს“, - ამბობს მიქელაძე.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმის მიერ თავის არეში დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]