• მაჩალიკაშვილის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა გამოიძიონ - მარიამ კუბლაშვილი

    ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 14:51 view 10530
    მაჩალიკაშვილის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა გამოიძიონ - მარიამ კუბლაშვილი ფოტო: ინტერპრესნიუსი

    ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. როგორც მან განაცხადა, პროკურატურამ საქმე უნდა გამოიძიოს არა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, არამედ განზრახ მკვლელობის მუხლით.

    "გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რომელიც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, იარაღით. თუმცა, ჩვენ შევიტანეთ განცხადება გადაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, მოწმეების ჩვენების და ფოტომასალის საფუძველზე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს არის განზრახ მკვლელობა და არა უბრალოდ სამსახურეობრივი გადაცდომა. დავამტკიცებთ, რომ მაჩალიკაშვილის დაკავების და ამ ოჯახში შემოსვლის საფუძველი საერთოდ არ არსებობდა", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

    მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარე პროკურატურას თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების განცხადებითაც მიმართავს.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში, 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს. ორი კვირის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო, 10 იანვარს კი გარდაიცვალა.

    სპეცრაზმის მიერ მაჩალიკაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ის ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა, რის გამოს ესროლეს. გარდაცვლილის ოჯახი ამ ბრალდებას უარყოფს. მშობლების თქმით, თემირლანის ოთახში ხელყუმბარა სამართალდამცავებმა მათი შვილის დაჭრის შემდეგ დადეს.

    პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება 27 დეკემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. ამ დრომდე პროკურატურას გამოძიების შედეგები არ გაუსაჯაროებია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]