• ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შეეშალათ თუ არა, უმწეო ბავშვი მოკლეს - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    პარასკევი, 26 იანვარი 2018 14:43 view 6184
    ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შეეშალათ თუ არა, უმწეო ბავშვი მოკლეს - მალხაზ მაჩალიკაშვილი

    პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სპეცრაზმს, შესაძლოა, თემირლან მაჩალიკაშვილი რუსლან ალდამოვში შეეშალა და ამიტომ ესროლა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი შვილის სიკვდილი სახელმწიფოს დანაშაულია, რის გამოც მთავრობა უნდა გადადგეს.

    „როგორც ვიცით, რუსლან ალდამოვმა ადვოკატს განუცხადა, რომ ვითომ სპეცრაზმელებს თემირლანში შეეშალათ. მე ხომ ყოველთვის ვიძახდი, რომ ან შეეშალათ ან შეეშინდათ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, შეეშალათ თუ არა. ფაქტი სახეზეა. უდანაშაულო, უმწეო ბავშვი მოკლეს. ეს უკვე სახელმწიფოს დიდზე დიდი დანაშაულია. ასე თუ ჰყავთ მომზადებული სპეცრაზმი, თვითონ დამგეგმავი, სათავეში ვინც უდგას ამ ყველაფერს, ამას ახსნა არ აქვს. ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს“, - უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია პირველს.

    სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულმა რუსლან ალდამოვმა გუშინ ადვოკატთან განაცხადა, რომ, შესაძლოა, სპეცრაზმის წარმომადგენლებს მისი ლიკვიდაცია ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ მისი პიროვნება შეეშალათ და შეცდომით თემირლან მაჩალიკაშილს ესროლეს. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, რუსლან ალდამოვი მზად არის ამ საკითხზე გამოძიებას ჩვენება მისცეს.

    რუსლან ალდამოვი 26 დეკემბერს, გვიან ღამით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სოფელ დუისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სპეცოპერაციის ფარგლებში კიდევ სამი პირი - ზურაბ გორნაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი დააკავეს, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საძინებელ ოთახში, თავში სასიკვდილოდ დაჭრეს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.

    თემირლან მაჩალიკაშვილისთვის პროკურატურას ბრალი არ წარუდგენია. მისი დაჭრის ფაქტს კი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით იძიებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიების შედეგები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი საქმის განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]