• ჩეჩნეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი თბილისში კონცერტს გამართავს

    ხუთშაბათი, 01 თებერვალი 2018 23:59 view 5693
    ჩეჩნეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი თბილისში კონცერტს გამართავს

    ჩეჩნეთის ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ვაინახი“ 4 მარტს, თბილისში, გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში კონცერტს გამართავს.

    ანსამბლი საქართველოში საერთაშორისო საგასტროლო ტურის „გროზნოდან სიყვარულით“ ფარგლებში ჩამოდის. პროექტის ავტორების ინფორმაციით, საგასტროლო ტურის მოწყობის იდეა ქალაქ გროზნოს დაარსებიდან 200 წლის იუბილეს უკავშირდება, მისი მიზანი კი მეზობელი ერებისთვის თანამედროვე გროზნოს გაცნობაა.

    „მიუხედავად 1990-2000 წლებში განხორციელებული ორი დამანგრეველი საომარი კამპანიისა, უდიდესი ადამიანური და სოციოკულტურული დანაკარგისა, ქალაქმა საკუთარი თავი და სული არ დაკარგა. ის სწრაფად ვითარდება. ჩეჩნეთის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უწყვეტი აღდგენა და განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ცეკვის ხელოვნებასთან, რომელიც თანდაყოლილი აქვთ ჩეჩნებს და კავკასიის სხვა ხალხებს. ცეკვას და სიმღერას ყოველთვის ეკავა გამორჩეული ადგილი ვაინახების ცხოვრებაში. საკონცერტო პროგრამა მოიცავს საცეკვაო ნომრებს, რომლებიც ყველაზე სწორად ასახავენ ჩეჩენი ხალხის კულტურას, ტრადიციებსა და ჩვეულებებს: უფროსებისადმი პატივისცემას, სამხედრო მამაცობის თაყვანისცემას, ძმური მეგობრობის განდიდებას, ქალისადმი დამოკიდებულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

    პროექტის „გროზნოდან სიყვარულით“ ავტორი სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი ზარეტა ოსმაევაა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ვაინახი“ საქართველოს ეწვევა, მანამდე კი, 12 თებერვალს, ანსამბლი კონცერტს აზერბაიჯანში გამართავს. ღონისძების ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მხარდამჭერი ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროა.

    ანსამბლი „ვაინახი“, რომელიც 1939 წელს დაფუძნდა, რუსეთის მთავრობის პრემიის ლაურეატი, იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს უმაღლესი ხარისხის ოქროს ვარსკვლავის ორდენის და ახმად კადიროვის ორდენის მფლობელია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]