• ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის 74-ე წლისთავი თბილისში აღინიშნება

    ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 18:13 view 6670
    კადრი ფილმიდან „ნაბრძანებია დავიწყება“ კადრი ფილმიდან „ნაბრძანებია დავიწყება“

    23 თებერვალს, საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაციის დღეს, თბილისში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ხსოვნის საღამო გაიმართება. ღონისძიება, რომელსაც ფოლკლორისტები ამირან არაბული და ეთერ თათარაიძე გაუძღვებიან, 15:00 საათზე დაიწყება.

    ვაინახების დეპორტაციის წლისთავი საქართველოში 1999 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორი „კავკასიის ქალთა კონგრესის“ თავმჯდომარე მექა ხანგოშვილია. როგორც ის ამბობს, 23 თებერვლის აღნიშვნით სოლიდარობას უცხადებენ ვაინახ ხალხს, რომელიც დიდი ტრაგედიის შემდეგ საკუთარ მიწა-წყალს დაუბრუნდა.

    „საბჭოთა რეჟიმმა ვაინახები ყველა კუთხიდან გადაასახლა. ერთადერთი გამონაკლისი პანკისის ხეობა იყო. რა თქმა უნდა, პანკისშიც იყო მზადება. მოხუცები იხსენებენ, როგორ ემზადებოდნენ გრძელი გზისთვის, სადაც უმეტესობას შიმშილით და სიცივით სიკვდილი ელოდა. თუმცა, ხელისუფლებაშიც იყვნენ ადამიანები, ვისაც არ სურდათ, ქისტების, საქართველოს მოქალაქეების, აქედან გადასახლება. მათი დამსახურებით, საქართველოში მცხოვრები ქისტების დეპორტაცია არ მოხდა. როდესაც ჩეჩნეთ-ინგუშეთი მთლიანად დაიცალა, იქ ოსები, კაზაკები და ქართველი მთიელები ჩაასახლეს. ერთადერთი ერი, ვინც გადასახლებულების დაბრუნების შემდგომ ჩეჩენ-ინგუშეთის ტერიტორია საკუთარი ნებით დატოვა  ქართველები იყვნენ. მათ არა მხოლოდ დატოვეს იქაურობა, არამედ ვაინახებს მისცეს ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება - ცარიელი ხელებით დაბრუნებულ ადამიანებს თავიანთი ქონება დაუტოვეს“, - ამბობს მექა ხანგოშვილი.

    დეპორტაციის წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს პანკისის ხეობის უხუცესები, ასევე ჩეჩნეთიდან  და ინგუშეთიდან ჩამოსული სტუმრები დაესწრებიან. დაგეგმილია გამოფენა და მოკლე დოკუმენტური ფილმების ჩვენება. მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ წელს დაგეგმილი იყო ღონისძიებაზე რეჟისორ რუსლან კოკანაევის სტუმრობა და ხაიბახის ტრაგიკული მოვლენების შესახებ გადაღებული მისი ფილმის „ნაბრძანებია დავიწყება“ ჩვენება, თუმცა კოკანაევის ვიზიტი გადაიდო.

    74 წლის წინ, 1944 წლის 23 თებერვალს იოსებ სტალინის განკარგულებით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ჩეჩენი და ინგუში მოსახლეობა შუა აზიაში - ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ციმბირის ტაიგაში გადაასახლეს. დეპორტირებულთა თითქმის ნახევარი გადასახლების პირველივე წელს სიცივით, შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა. საერთო ჯამში, 1944-1948 წლებში საბჭოთა რეპრესიებს ჩეჩნეთის მოსახლეობის თითქმის მესამედი ემსხვერპლა.

    სტალინის ბრძანებით განხორციელებული ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაცია 2004 წლის 26 თებერვალს ევროპის პარლამენტმა გენოციდის აქტად აღიარა.

    ვაინახები კავკასიის აბორიგენი მოსახლეობაა, რომელიც ჩეჩნებს, ინგუშებსა და ქისტებს აერთიანებს. ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობენ და ერთი ენით, რელიგიითა და კულტურით გამოირჩევიან. ქისტები პანკისის ხეობაში უკვე ორას წელზე მეტია ცხოვრობენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]