• პანკისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

    ხუთშაბათი, 01 მარტი 2018 18:29 view 4665
    პანკისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

    გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მთელი საქართველოს მასშტაბით მისაღები გამოცდებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. საინფორმაციო კამპანია იმერეთის შემდეგ, კახეთში, კერძოდ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩატარდა.

    ლიცეუმის წარმომადგენლები სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს შეხვდნენ. სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელმა და კადეტებმა პანკისის ხეობაში მცხოვრებ მოსწავლეებს ლიცეუმის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს და მისაღები გამოცდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

    ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვა საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებს შეეძლებათ, რომლებსაც 9 კლასი დასრულებული აქვთ. ლიცეუმში ჩარიცხვის შემდეგ კადეტები ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად, გაძლიერებული დატვირთვით ფიზიკურ მომზადებას, ისტორიას, სამხედრო საქმეს, ტოპოგრაფიას და ინფორმატიკას შეისწავლიან.

    ლიცეუმში სწავლა 3 წლიანია. სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერტიფიკატს მიიღებენ.

    საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პანკისის ხეობაში მცხოვრებმა არაერთმა მოსწავლემ, რომელიც მე-9 კლასშია, სწავლის გაგრძელების სურვილი სამხედრო ლიცეუმში უკვე გამოთქვა.

    2018 წლის ივნისში მისაღებ გამოცდებზე კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩარიცხვის მსურველი სკოლის მოსწავლეები ფიზიკური ნორმატივების და უნარ-ჩვევების გარდა, გამოცდას მათემატიკაშიც ჩააბარებენ.

    პანკისის შემდეგ საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც გაიმართება. ლიცეუმში მისაღები გამოცდების ზუსტი თარიღი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ განისაზღვრება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]