• პანკისის სოფელ ომალოში 23 წლის ქალმა სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა

    პარასკევი, 09 მარტი 2018 00:47 view 4895
    პანკისის სოფელ ომალოში 23 წლის ქალმა სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა

    ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში 23 წლის ქალმა სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, იარაღიდან გასროლის შედეგად მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

    დაჭრილს ახმეტის სამედიცინო ცენტრში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა იმის გამო, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ მკურნალობას საჭიროებს, კატასტროფის ბრიგადას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.

    შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს უთხრეს, წინასწარი ინფორმაციით, გოგონამ თვითდაზიანება მიიყენა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]