• weather cur airplane

    19 წლის ისლამ ქავთარაშვილმა კაიროში საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

    სამშაბათი, 03 აპრილი 2018 23:59 view 3708
    19 წლის ისლამ ქავთარაშვილმა კაიროში საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მცხოვრებმა 19 წლის ისლამ ქავთარაშვილმა, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

    ქავთარაშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულ 5 ორთაბრძოლა ჩატარა და ფინალში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.

    საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდა ძიუდოისტისთვის ეს პირველი მიღწევა არ არის. ისლამ ქავთარაშვილმა გასულ წელს, ათენში გამართულ საერთაშორისო ტურნირზეც გაიმარჯვა.

    ისლამ ქავთარაშვილი 5 წელია რაც სპორტის ამ სახეობითაა დაკავებული. 2 წლის განმავლობაში ის ახმეტაში ვარჯიშობდა, ბოლო სამი წელია დუისის სპორტდარბაზში დადის. მისი მწვრთნელები დათო ჭიკაიძე და გრიშა გუმაშვილი არიან. დათო ჭიკაიძის თქმით, ისლამ ქავთარაშვილი ამ დრომდე კაიროში იმყოფება, სადაც საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

    პანკისის ძიუდოს კლუბში ხეობაში მცხოვრები 60-მდე ბავშვი და ახალგაზრდა ვარჯიშობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხმა პანკისიდან - ჯოყოლა აჭიშვილი ► რა გახსნის ხეობას

    „თბილისში ან სხვაგან ნაცნობი რომ შეგხვდება ან ვინმე გაგიცნობს და…

    ხმა პანკისიდან - ამირან ხოლაგაშვილი ხეობის სტიგმაზე, ცხენოსნობასა და ტურიზმზე

    საუბარს პანკისის სტიგმით იწყებს - რაც მახსოვს, ხეობაზე სულ ცუდს…

    სირიაში კიდევ ერთი პანკისელი, 25 წლის ამირან ბორჩაშვილი დაიღუპა

    სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრი,…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]