ქავთარაშვილმა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში სულ 5 ორთაბრძოლა ჩატარა და ფინალში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
საერთაშორისო დონეზე ახალგაზრდა ძიუდოისტისთვის ეს პირველი მიღწევა არ არის. ისლამ ქავთარაშვილმა გასულ წელს, ათენში გამართულ საერთაშორისო ტურნირზეც გაიმარჯვა.
ისლამ ქავთარაშვილი 5 წელია რაც სპორტის ამ სახეობითაა დაკავებული. 2 წლის განმავლობაში ის ახმეტაში ვარჯიშობდა, ბოლო სამი წელია დუისის სპორტდარბაზში დადის. მისი მწვრთნელები დათო ჭიკაიძე და გრიშა გუმაშვილი არიან. დათო ჭიკაიძის თქმით, ისლამ ქავთარაშვილი ამ დრომდე კაიროში იმყოფება, სადაც საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.
პანკისის ძიუდოს კლუბში ხეობაში მცხოვრები 60-მდე ბავშვი და ახალგაზრდა ვარჯიშობს.