პირველ ეტაპზე რეგისტრაცია ხელმისაწვდომია იმ მოსწავლეებისთვის, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.
მეორე ეტაპი, რომელიც 8 მაისს დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, გულისხმობს საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ყველა იმ ბავშვის რეგისტრაცია, რომელიც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.
მესამე ეტაპის ვადებში, 2-დან 16 ივლისის ჩათვლით, შესაძლებელია მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
2018 წელს ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება.