• პანკისის ძიუდოს კლუბის დირექტორი დავით ქევხიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

    შაბათი, 05 მაისი 2018 17:54 view 6049
    პანკისის ძიუდოს კლუბის დირექტორი დავით ქევხიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

    ძიუდოს კლუბ „პანკისის“ დირექტორი ივერი ქავთარაშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს მხარდაჭერას უცხადებს. ქავთარაშვილის განცხადებით. ეროვნული ნაკრების წევრების ულტიმატუმი საბოტაჟის მცდელობას ჰგავს.

    „გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ძიუდოს ფედერაციას ბავშვთა ძიუდოს განვითარებისთვის და ეს ნათელია პანკისის მაგალითზეც. ახმეტის რაიონში ძიუდოს 7 კლუბია და ყველაზე წარმატებული „პანკისია“. აქ ყოველდღიურ რეჟიმში 200-მდე სხვადასხვა ასაკის ბავშვი ვარჯიშობს. ისინი სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულნი, იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირში. ამას დანახვა უნდა. ვფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკურ თამაშს ჰგავს. როცა ძიუდოს ნაკრებს წარმატებები ჰქონდა და ყველაფერი კარგად იყო, ხმას არავინ იღებდა. ასეთი მონსტრი თუ იყო დავით ქევხიშვილი, რატომ ატყდა ასე უცბად მის წინააღმდეგ კამპანია? გვგონია, რომ ეს არის საბოტაჟის მაგვარი ხელის შეშლის მცდელობა“, - განაცხადა დავით მარგოშვილის სახელობის ძიუდოს კლუბი „პანკისის“ დირექტორმა ივერი ქავთარაშვილმა.

    ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ვარლამ ლიპარტელიანმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ამირან პაპინაშვილმა, ზებედა რეხვიაშვილმა, ადამ ოქრუაშვილი და სხვებმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ისინი არ გააგრძელებენ ვარჯიშს და მონაწილეობას აღარ მიიღებენ შეჯიბრებებში, ვიდრე ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს.

    „მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი ამ ქვეყანაში, რაც დასტურდება მის 6-წლიანი მმართველობით და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს ფედერაციის მხარდაჭერით. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არასდროს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე. ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინ შეგნებულად არ გაემგზავრა ბოსნიაში შეჯიბრზე და ურთდება ჩვენს სულისკვეთებას ძიუდოს გადარჩენისთვის. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ფედერაციაში“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

    დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. მან ძიუდოისტების ბრალდებები უარყო.

    ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები დღესვე ვაკის პარკში შეიკრიბნენ და დავით ქევხიშვილის გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. აქციაში პარლამენტის ყოფილი წევრი, ოლმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა.

    ზვიადაურმა დავით ქევხიშვილის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები 26-29 აპრილს თელ-ავივში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან მედლის გარეშე დაბრუნდა. ზვიადაურმა ნაკრების წარუმატებელ ასპარეზობაზე პასუხისმგებლობა ფედერაციის პრეზიდენტს დააკისრა. მისი თქმით, ქევხიშვილი ძიუდოს ანადგურებს. ამ განცხადების შემდეგ, ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

    დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს. ამავე დროს, 2017 წლის ნოემბრიდან ის ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქევხიშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი იყო.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]