• პანკისში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

    სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 11:29 view 3963
    პანკისში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

    პანკისის ხეობაში, სოფლების დუისის და ჯოყოლოს გზაზე ოთხ კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით გზის ის მონაკვეთები, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 4,5 მეტრია, 6 მეტრამდე გაფართოვდება. გზის გასწვრივ ორივე მხარეს, ძირითადად დასახლებულ მონაკვეთზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა. ეზოების და ორგანიზაციების შესასვლელები და მიერთებების გარკვეული მონაკვეთები ასფალტ-ბეტონის საფარით დაიფარება. გზის მთლიან მონაკვეთზე, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, ფეხითმოსიარულეთათვის მოასფალტებული ბილიკი მოეწყობა.

    ამ დროისთვის პანკისის სოფლებში ტროტუარები და საფეხმავლო ბილიკები არ არსებობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება და ფეხით მოსიარულეებს საფრთხე ექმნებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 507 770 ლარია გათვალიწინებული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]