• ჩეჩნეთში ქალაქ შალის რეკონსტრუქცია დასრულდა

    შაბათი, 12 მაისი 2018 17:31 view 3710
    ჩეჩნეთში ქალაქ შალის რეკონსტრუქცია დასრულდა

    ჩეჩნეთში, მასშტაბური სარეკოსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, სიდიდით მესამე ქალაქი შალი გახსნეს. ომის დროს, დაბომბვებისა და ცეცხლის შედეგად, ქალაქი თითქმის მთლიანად დაინგრა.  

    სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ქალაქის რეკონსტრუქცია 2013 წელს დაიწყო, 2018 წლის 11 მაისს კი ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა საზეიმოდ გახსნა.

    „ეს მხოლოდ დასაწყისია. შალი უფრო ლამაზი ქალაქი გახდება. განვავითარებთ ინდუსტრიას, სოფლის მეურნეობას, ავაშენებთ ახალ საწარმოებს. მინდა მადლობა გადავუხადო შალის მცხოვრებლებს გაგებისა და სამშენებლო სამუშაოების ორგანიზებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შეექმნა დისკომფორტი და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. ასეთ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრის მიღწევას შევძლებთ“, - ციტირებს „რია ნოვოსტი“ კადიროვის განცხადებას.

    რუსული მედიის ინფორმაციით, შალი თანამედროვე ქალაქად გადაიქცა - ფართო ავტომაგისტრალებით, მაღალი შენობებით, სასტუმროებით, რესტორნებითა და საავადმყოფოთი. თუ მანამდე ყველაზე მაღალი შენობა 3-4-სართულიანი სახლი იყო, ახლა ქალაქში 20-სართულიანი კომპლექსი „შალი სითი“ გაჩნდა.

    გარდა ამისა, ააშენეს 219 და რეაბილიტაცია ჩაუტარეს 800-ზე მეტ კერძო სახლს, ააშენეს თანამედროვე სტანიონი და საბავშვო მოედნები. ქალაქის გახსნაზე ახალგაზრდებს 1000 ველოსიპედი აჩუქეს.

    საბჭოთა კავშირის პერიოდში რაიონული ცენტრი შალი 50 000-ზე მეტი მოსახლით ყველაზე დიდი სოფელი იყო. მან ქალაქის სტატუსი 1990 წელს მიიღო. შალი გროზნოდან 35 კილომეტრშია.

     

     

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]