• მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს

    შაბათი, 02 ივნისი 2018 21:36 view 5591
    ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

    პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს. მისი თქმით, სუს-მა მისი დევნა და თვალთვალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ის პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობს.

    მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, დღეს, როდესაც ის პანკისიდან თბილისში მიდიოდა აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ტაქსის მძღოლს პოლიციიდან დაურეკეს და მგზავრების ვინაობა გამოკითხეს.

    „შიშით კი არ მეშინია მაგათი, მარტო რომ ვარ, როგორც ჩაუდეს თემირლანს, მეშინია, რომ რაღაც არ ჩამიდონ ან „ლიმონკა“ იქნება ან იარაღი, რომ გამაჩერონ ან დამაკავონ. მცდელობები არის ძალიან, ვიცი, ამას ვხედავ და ვხვდები ყველაფერს. როგორ კი აქციები დაიწყეს, მას შემდეგ ხდება ეს“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.

    31 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, სპეცოპერაციის დროს თემირლანის მკვლელობის და ამ საქმის გამოუძიებლობის გამო, მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს გადაწყვეტილი ჰქონდათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავი აეფეთქებინათ.

    „მე ის ადამიანი ვარ, ვისაც ქართველი ერის დიდი სიყვარული გააჩნია. ამას ყოველთვის ვიძახდი და ახლაც ვიტყვი. მე და ჩემ რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და აგვეფეთქებინა თავები. მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ რომელიმე რიგითი არ დაშავებულიყო“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, 31 მაისიდან საპროტესტო აქციები იმართება, ხორავას ქუჩაზე მოკლული ბავშვების, ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოუძიებლობის გამო. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების მიერ მკვლელობის ჯგუფურად განხორციელება არ ჩათვალა დადასტურებულად და აღნიშნული, როგორც მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება ორივე ბრალდებულის მიმართ მოხსნა. სასამართლომ ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის მკვლელობის მხოლოდ მცდელობაში, რადგან დადასტურებულად არ ჩათვალა მის მიერ სასიკვდილო ჭრილობის მიყენება; გ.ბ. დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იგი გაამართლა. 

    საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, თუმცა ზაზა სარალიძე და აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]