დახმარება გულისხმობს მათ თანადგომას იურიდიული, სოციალური, ფსიქოლოგიური და ეკონომიური კუთხით. საერთაშორისო წითელი ჯვარი ამ პროგრამას ახორციელებს ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. პანკისში პროგრამის პარტნიორია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ქართული ცენტრი (GCRT).
ნაღმზე აფეთქების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს საერთაშორისო წითელი ჯვარი სთავაზობს ეკონომიური უსაფრთხოების პროგრამაში ჩართვას, რაც მათ საშუალებას მისცემს მიღებული გრანტით წამოიწყონ ან გააფართოვონ საკუთარი მცირე საოჯახო ბიზნესი.
სოფელ დუისში წითელმა ჯვარმა ჩაატარა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა მოსახლეობასთან. მათ განემარტათ პროგრამის არსი, მიზანი და მასში ჩართვის კრიტერიუმები.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს და საკუთარი მანდატის ფარგლებში ეხმარება კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.