• პანკისში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

    პარასკევი, 29 ივნისი 2018 10:49 view 5393
    პანკისში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

    ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგური „ხადორი 3“-ის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ადგილობრივი მოსახლეობა დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია შუადღის ლოცვის შემდეგ, დაახლოებით 14:30 საათზე ბირკიანში გაიმართება.

    ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ჰესის სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

    პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. ჰესისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ.

    მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

    პანკისის მცხოვრებლებმა „ხადორი 3“-ის მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. ადგილობრივებსა და ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებს შორის, შს მინისტრის მოადგილის, ეკონომიკის მინისტრის და სხვა მაღალჩინოსნების მონაწილეობით ახმეტასა და თბილისში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. პანკისის მცხოვრებლებს დაპირდნენ, რომ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე ადამიანს დაასაქმებენ ჰესის სამშენებლო სამუშაობზე, ჰესის ამუშავების შემდეგ კი 40 ადამიანს სამსახური შეუნარჩუნდება. ასევე, ინვესტორმა ადგილობრივებს შესთავაზა რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, მდინარის კალაპოტში კარიერების შეძენა და მოსახლეობისთვის გადაცემა, რომ სახლების ან სხვა ნაგებობების სამშენებლოდ ინერტული მასალა უფასოდ მოიპოვონ, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]